პანაშვიდი სამებაში

აფხაზეთის ომში  დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს დღეს სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამასთან, 27 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად უძღვებოდა.

დატოვე კომენტარი