სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში

ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილი ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში დღეს გადაასვენეს.

ეკლესიაში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები. დაღუპულებს პატივს მიაგებენ მოქალაქეები, ქაშუეთის ეკლესიაში მივიდა დედაქალაქის მერი, ასევე ელოდებიან პატრიარქს, რომელიც გარდაცვლილთა მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.