ივანე გოლაშვილი გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი, ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მის ოჯახს ჯილდო, მამუკა ბახტაძემ დღეს, ივანე გოლაშვილის დაბადების დღეზე გადასცა.

კონტრტერორისტული ოპერაციისას დაღუპულ კაპიტანს 43 წელი შეუსრულდებოდა.

ივანე გოლაშვილს მეუღლეს, თამარ ხელაიას და შვილებს – მარიამს და გიორგის პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად უმასპინძლა.