დღეს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი დაკრძალეს

დღეს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა გააცილეს. დღეს მარჯანიშვილის თეატრში პანაშვიდი გაიმართა, სადაც თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის კარიერას არაერთი როლი უკავშირდება. ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს.