სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა
ვინ იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ემზარ გაგნიძეს უსმენენ. დღესვე გასაუბრება გაიმართება კარლო კაციტაძესთან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად დამოუკიდებელ ორგანოდ ყალიბდება. ახალ ხელმძღვანელს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ექვსი წლის ვადით აირჩევს. საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
გიორგი კობერიძე დეტალებით.