სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამის მკურნალობას პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ჩაუტარებს.
მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მკურნალობას არანაირი შედეგი არ აქვს და არ გამორიცხავენ, პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვონ.
ადვოკატი დღეს მერაბიშვილის მონახულებასაც გეგმავს.