სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, უწყების ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს და ამბობს, რომ მინისტრმა ორი ქვეყნის სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. მისი განცხადება კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, რამაც ნათქვამის აზრი დაარღვია. მეტი სიცხადისთვის სპიკერმა ტოროსიანის გამოსვლიდან სრული ტექსტი გაავრცელა: „არსებობს განსხვავება მეთოდოლოგიაში. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და მე არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ ვიამაყო, არამედ მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ პროფესიონალური და არა პოლიტიკური თვალთახედვით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლები, შეძლებენ გააძლიერონ თავიანთი სისტემები და ამით ჩვენ ყველანი უფრო დაცულები ვიქნებით“ – ასეთია სომხური მხარის განმარტებები, იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რაც მედიაში გავრცელდა. ცნობები კი ასეთი იყო, რომ არსენ ტოროსიანმა საქართველოში კოვიდინფიცირებულთა აღრიცხვის პროცესში ეჭვი შეიტანა.