სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში
ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მნიშვნელობასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის მოსაზრება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ეუთო-მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინსტიტუტის გამოყენების მნიშვნელობას, მისი საერთაშორისო მანდატის შესაბამისად. სომხური მედია წერს, რომ შეხვედრაზე დადასტურდა მხარეების მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად.