მთიანი ყარაბაღის საკითხს გაერო-ში განიხილავენ

მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.  დახურული შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს შედგება. მანამდე გაერო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ანტონიუ გუტიერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა,რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებები. სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის, რა დროსაც ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.

გამწვავებული ვითარება განიხილეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა.

საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის