აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და მშვიდობიანად იარსებონ გვერდიგვერდ, როგორც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს დაჰპირდა, რომ დაიცავენ მათ უფლებებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას.