დაძაბული ვითარება ყარაბაღში

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხური მხარე დეზინფორმაციით არის დაკავებული. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანელი სამხედროები ასკერანის რაიონის სოფელ პარუხში შედიან. სომხური მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სროლის პროვოცირება მოახდინეს და უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. სომხური მედიის ცნობთ, მოლაპარაკებებმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეობით, მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო და აზერბაიჯანელი სამხედროები თავდაპირველ პოზიციებზე არ დაბრუნებულან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთის ბრალდებები, რეგიონში ვითარების სავარაუდო ესკალაციასთან დაკავშირებით, არის მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

დატოვე კომენტარი