სოფო ხორგუანის განცხადება

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი მერიას მიმართავს. სოფო ხორგუანის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურების პირასაა, ასევე ავარიული ძეგლები საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დამოუკიდებელი კანდიდატი მოუწოდებს დედაქალაქის მთავრობას, გამოიყენოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ერთობლივ დაფინასებას გულისხმობს. კერძო სექტორის დაინტერესება კი მათთვის კომერციული ბენეფიტების შეთავაზებით უნდა მოხდეს.