ხმაურის აკრძალვის შესახებ არსებული კანონის გამკაცრებაზე საუბრობს სოფო ხორგუანი. იგი მერიას საკუთარ ინიციატივებს და რეგულაციებს სთავაზობს.
ხორგუანის თქმით, აუცილებელია გამკაცრდეს ხმაურის შესახებ კანონდამრღვევთა მიმართ ჯარიმები და მერიის გენინსპექციამ დროულად მოახდინოს ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირება.