სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა. ხონის მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „ედელინგის“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო, შეღავათიანი აგროლიზინგის საშუალებით გადაიარაღდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. თხილის გადამუშავების პროცესს, მოხალვის ხაზი დაემატა. საწარმოში წლიურად 1000-1500 ტონა თხილს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზარზე, ევროკავშირის ქვეყნებში ხდება. საწარმოში 30-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.