პრემიერ-მინისტრმა წყალტუბოში, სასათბურე მეურნეობა „ჰერბიაში“ დასაქმებულებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები გააცნო. სახელმწიფო პროგრამის, „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარია, საიდანაც 592 ათასი ლარი გრანტი, ხოლო დაახლოებით მილიონი ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტია. სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 34 სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა და ორი ახალი სათბური შეიქმნა.