ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნერგის სერტიფიცირების პროცედურების დახვეწაში დაეხმარება.
პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაში ხელშეწყობასა და სპეციალისტების გადამზადებას გულისხმობს, სანერგე მეურნეობების ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს. იმისთვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, კვალიფიციური სანერგის სტატუსი მოიპოვოს.