თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ახალი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.
კომპანია „ჩება“ ევროკავშირის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ამოქმედდა.
პროექტის საერთო ღირებულებამ, ბენეფიციარის თანამონაწილეობით, 262 640 ლარი შეადგინა.
საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.