სოფელ ჯორჯიაშვილში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ახალი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

კომპანია „ჩება“ ევროკავშირის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ამოქმედდა.

პროექტის საერთო ღირებულებამ, ბენეფიციარის თანამონაწილეობით, 262 640 ლარი შეადგინა.

საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.