რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად სოციალური მომსახურების სფეროში ისევ რჩება პრობლემები.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად თანამშრომლების სიმცირე სახელდება. სააგენტოში დასაქმებულებს ხშირად ერთდროულად ათეულობით საქმეზე უწევთ მუშაობა. სწორედ კადრების დამატება და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა იყო რეფორმის დაწყებამდე გამართული აქციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა.
მოსალოდნელი სიახლეები და რეფორმა, რომელიც სააგენტოს რესქტრუქტურიზაციასაც გულისხმობს, თანამშრომლებს დღეს დეტალურად გააცნეს.