ვახტანგ ლომჯარია - სოციალური ქსელით გავრცელებული კადრები ინსცენირებული იყო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სოციალური ქსელით გავრცელებული კადრები ინსცენირებული იყო. ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ის 15 ივნისს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო, რომელმაც ეს კადრები სპეციალურად დადგა და გარკვეულ დაინტერესებულ ჯგუფებს მიაწოდა.

მისი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს შსს იძიებს და დამნაშავე უახლოეს პერიოდში გამოვლინდება. მომხდარს ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც და ვიდეოს ავტორებს და გარკვეულ ჯგუფებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებას ურჩევს.