აქცია სოციალური მომსახურების სააგენტოსთან

აქცია თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები სოციალური სამსახურისგან, არასრულწლოვნის ოჯახისთვის დაბრუნებას მოითხოვენ. ბავშვის დედის განმარტებით, თბილისის სოციალური მომსახურების საააგენტოს თანამშრომლებმა, 29 აპრილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედეს.

მისივე თქმით, სოციალურმა მუშაკებმა ბავშვის წაყვანის მიზეზად არასრულწლოვნის არასათანადო პირობებში ცხოვრება დაასახელეს, რის შემდეგაც, მას შვილი სამი თვის განმავლობაში არ უნახავს. მშობელი შვილის დაბრუნებას მოითხოვს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის მშობლებს მიეცა გარკვეული რეკომენდაციები, თუმცა, ოჯახმა მათი შესრულება ვერ შეძლო. რაც შეეხება მისი მინდობით აღზრდაზე გადაყვანის მიზეზს, სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანი სარდაფის ტიპის საცხოვრებელში, ჰიგიენური ნორმების დარღვევით იზრდებოდა.

დატოვე კომენტარი