ვაკანსიები ზამთრის კურორტებზე

21:31, 09.12.2022

სამუშაო ბაზარზე კადრების დეფიციტია. ეს დასაქმების ფორუმმაც აჩვენა, რომლის მიზანი ზამთრის კურორტებისთვის სამუშაო კადრების შერჩევა იყო.

ვაკანტური იყო 500-მდე ადგილი, თუმცა მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია. პოტენციური დამსაქმებელი სამსახურის მაძიებლებს გადამზადებას, უფასო განთავსებას და კვებას და ნორმალურ ანაზღაურებას სთავაზობს. კადრების სიმცირის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფეროდან მუშახელის უცხოეთში გადინება სახელდება.

 

მსგავსი