ხმაური რეფერალურ ჰოსპიტალში 

ხმაური იყო თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც ქალი ჩვილის დაბრუნებას ითხოვდა, მან ამავე საავადმყოფოში თებერვალში იმშობიარა, ოჯახის თქმით, ჩვილი დღენაკლული დაიბადა და ექიმების გადაწყვეტილებით, ახალშობილი გარკვეული პერიოდი კლინიკაში უნდა დარჩენილიყო, ჩვილი კი  საავადმყოფოდან სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა გადაიყვანეს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ოჯახი ისედაც იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის მეთვალყურეობის ქვეშ, სოციალურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ახალშობილი პირველ ეტაპზე მათი მეთვალყურეობის ქვეშ გადმოეყვანათ, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთვევაში, თუ ოჯახი დააკმაყოფილებს ყველა განსაზღვრულ კრიტერიუმს, ისინი ჩვილის უკან ოჯახში დაბრუნებას შეძლებენ.