სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიში

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. ყურადღება გამახვილდა სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

გასულ წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1-ლი ივლისიდან კი ეს გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა. პენსიის ოდენობა 295 ლარი იქნება, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365.