„ბლექ სი არენა“ და „მუსიკოსთა პარკი“ გარემოს დასაცავად და ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად ახალ ინოვაციურ პროექტს იწყებენ.
„გამოღვიძება“ – ასეთი იქნება იმ კამპანიის სლოგანი, რომელიც გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას შეგვახსენებს. იდეის ავტორთა მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება.
პროექტის ფარგლებში გავიგებთ როგორ შეიძლება განვვითარდეთ და გადავდგათ ახალი ნაბიჯები ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მივაყენოთ. კამპანია მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, მუსიკალურ ღონისძიებებს და ეკო აქტივობებს, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.