სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. ისინი პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ და ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, კოლექტიური მოლაპარაკებების ფორმატში აპირებენ.
სოციალური მუშაკების განმარტებით, შეთანხმების პირობები ამ ეტაპისთვის მხარეთა შორის დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი არ გაიწელება. შეგახსენებთ, სოციალურმა მუშაკებმა დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 8 თებერვალს დაიწყეს.