თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა მოქალაქეების დახმარების პროგრამას განაგრძობს. პანდემიის დროს, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, თბილისის მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში გაიცემა 20 000 სასურსათო პაკეტი. დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მეშვეობით კი, დაურიგდებათ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს.