სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გათვლილ დასაქმების პროგრამას პირველი ბენეფიციარები ჰყავს.
პირველი მარტიდან ამოქმედებულ პროგრამაში 17 000-ზე მეტი ვაკანსია იყო, აქედან 1 000-მდე ადგილი უკვე შევსებულია. სამუშაო ადგილების მიღების მსურველებს შორის არიან მრავალშვილიანი დედებიც. დასაქმებულთა ნაწილს სეზონური, ნაწილს კი მუდმივი სამსახური ექნება. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამაში ჩართულ პირთა ხელფასი 300 ლარით განისაზღვრა. დასაქმების მიუხედავად, ოთხი წლის განმავლობაში მათ სოციალური შემწეობებიც შეუნარჩუნდებათ. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველ პირთა მოტივაციის ამაღლება და შრომით ბაზარზე დამკვიდრებაა.