ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებებს აკეთებენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა.

მოქალაქეები, პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა​ გადამოწმდება. თუმცა შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან.