სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა

გაამართლა თუ არა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ.

ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე „მოამბე“ დასაქმებულთა სტატისტიკით და მიმართვის მაჩვენებლით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გათვლილი პროგრამის მიმართ ინტერესი თავიდან დიდი იყო, საბოლოოდ კი სხვადასხვა საზოგადოებრივი სამუშაოთი 30 000-მდე ადამიანი დაკავდა, მათგან 3 500 პროგრამიდან ჩაიხსნა.

პროგრამა 250 000-მდე მოქალაქეზეა გათვლილი. პროგრამაში ჩართვის მიუხედავად, სოციალური შემწეობები და სხვა შეღავათები ოთხი წლით ნარჩუნდება, პროგრამის მიმართ დაბალი ინტერესის მთავარ მიზეზად სწორედ სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის განკუთვნილი დახმარებების დაკარგვის საფრთხე სახელდება.