სკოლა "21-ე საუკუნეში"  პროექტი "სტარტაპ უიქენდი" გაიხსნა

სკოლა “21-ე საუკუნეში”  პროექტი სტარტაპ უიქენდი გაიხსნა, რომელშიც ქართული და ამერიკული სკოლების მოსწავლეები არიან ჩართული. საერთაშორისო პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარონ და ასწავლონ, როგორ უნდა აქციონ თავიანთი იდეა წარმატებულ ბიზნესად.

ძირითადი აქცენტი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე კეთდება, მონაწილეებს კი საკუთარ გამოცდილებას წარმატებული ქართველი პროფესიონალები და მენტორები უზიარებენ. პროექტის გლობალური სპონსორი ამერიკული კორპორაცია გუგლია. გამარჯვებული პროექტები ხვალ გამოვლინდება.