„შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის“ მანიფესტის პრეზენტაცია

„შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია“ საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერის, ეკოსისტემის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს, გაზარდოს მათი ცნობადობა და გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება, მხარდაჭერა და ადვოკატირება. ასოციაცია ასევე ცდილობს ჩამოაყალიბოს კრეატიული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც კრეატიულობისა და ინოვაციების გლობალურ ცენტრად პოზიციონირებას.