საქართველო „გუგლის“ ონლაინ-პლატფორმაზე

„კოვიდ 19“-ის პანდემიამ მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფორმაც შეცვალა.

მსოფლიოს ქვეყნების მუზეუმები დამთვალიერებლებს ონლაინ-გამოფენებს სთავაზობენ. მათ შორისაა საქართველო, სადაც სპეციალური კვირეული დაიწყო. პირველ დღეს ხელვნების მუზეუმმა საერთაშორისო მასშტაბის უპრეცედენტო პროექტი მოამზადა. „გუგლმა“ საკუთარ ონლაინ-პლატფორმაზე ჩვენს ქვეყანას სპეციალური გამოფენა მიუძღვნა. თუ „გუგლში“ ინგლისურ ენაზე აკრეფთ „სამეფო საგანძურის დაბრუნებას“, ვრცლად გაეცნობით ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზის ცნობილი პორტრეტის შექმნისა და სამშობლოში დაბრუნების ისტორიას.

თამარ ჯალაღონია დეტალებით.