„გუგლის“ გამოფენა - „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“

ხელოვნების სასახლეში დაცული ტილო „გუგლის“ ყურადღების ცენტრში ექცევა.

საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრის არტურ შამშინოვის ნამუშევარი სახელწოდებით „ყეენობა“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე აიტვირთა. შამშინოვს ნამუშევარი  ცარიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ მიჩნეული თამაშს, „ყეენობას“ ასახავს, რომელიც თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. „ყეენობა“ „გუგლის“ ონლაინ-გამოფენის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დარჩება და  დამთვალიერებელი მის ნახვას მთელი მსოფლიოდან შეძლებს.

დატოვე კომენტარი