Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი თბილისში

საქართველოში სამეცნიერო ორგანიზაცია Horizon Europe-ის ოფისი გაიხსნა. კომპანიის ბიუჯეტი, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით გრანტებს გასცემს, 95 მილიარდ ევროზე მეტია. ორგანიზაცია ქართველ მეცნიერებს გრანტების მოზიდვაში დაეხმარება. 7 დეკემბერს ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.