სისხლის უანგარო დონაციის მხარდამჭერი კამპანია

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და დონორების მოზიდვა/შენარჩუნება ნებაყოფლობითი დონორების რიცხვის გასაზრდელად – ეს საქართველოს პირველ არხზე გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის“ ფარგლებში, შეხვედრა ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ინიციატივით პირველი არხის თანამშრომლებთან შედგა. ხაზი გაესვა სისხლის დონაციის მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რაც ფულადი დაინტერესების სანაცვლოდ გაცემულ სისხლს შეიძლება ახლდეს თან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხეს. საქართველოში ევროდირექტივების შესაბამისად 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც სისიხლის დონაცია მხოლოდ ნებაყოფლობითი იქნება და დაეფუძნება უანგარობის პრინციპს.