პანდემია და სისხლის დეფიციტი

მძიმე ეპიდემიურმა ფონმა სისხლის ბანკებში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა – ქვეყანაში სისხლის დეფიციტია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დონორების მიმართვიანობის მკვეთრი კლებაა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს – დონორების ნაწილი კლინიკებში მისვლისგან დაინფიცირების შიშის გამო იკავებს თავს, კოვიდგადატანილებს ან ვაქცინირებულებს კი არ აქვთ ინფორმაცია, ჩაიბარებენ თუ არა მათ სისხლს. ამ ყველაფერს ემატება ანტივაქსერული განცხადებები, რომლის მიხედვით, კორონავირუსის გადატანის ან აცრის შემდეგ ადამიანის სისხლი ჩასაბარებლად არ გამოდგება, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ექიმები. პირიქით, მედიკოსები კოვიდგადატანილი ან აცრილი ადამიანების სისხლის ორმაგ სარგებელზე მიუთითებენ.