საარჩევნო კამპანია

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ინფიცირებულთა დასახმარებლად, სისხლი ჩააბარეს. პლაზმას კი მედიკოსები პაციენტთა მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.

მათი განმარტებით, ისინი ამ ფორმით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მოწოდებას გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე ადამიანთა სოლიდარობა და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.