სისხლის დონაციის აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე

15:33, 14.06.2024

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღო მონაწილეობა. დილიდან მაუწყებლის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. აქცია „სისხლის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. მედიკოსები და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მოუწოდებენ მოსახლეობას, გაიღონ სისხლი და ამით გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე.

მსგავსი