სირიის არაღიარებული რეჟიმის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.
საქართველოს მიმართ დღეს ახალი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასადის ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მკაცრად გმობს. თემა აქტუალური იყო პარლამენტშიც, სადაც რუსეთის კონტროლქვეშ მოქცეული სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების განხილვა პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ კითხვები აქვს, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება. ასადის გადაწყვეტილების მიღმა რუსეთის მანიპულაციის კვალს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.