გაერო-ს განცხადება

საოკუპაციო ზოლში, სოფელ გუგუტიანთკართან ბორდერიზაციის პროცესის განახლებას ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუსეთის ქმედებებს გმობს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს მხადაჭერა გამოუცხადა. მანამდე კი, საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რასაც გამოხმაურება მოყვა რუსეთის მხრიდან. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოში და დასავლეთში ვერ შეძლეს გაკვეთილის მიღება 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან.

მარიამ მენაბდე დეტალებით.