სირია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე

სირია მორიგი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

ასადის რეჟიმის სამიზნე ამჯერად იდლიბის პროვინციაში მდებარე მაარათ-ელ-ნუუმანია. ქალაქი ნანგრევებად იქცა. ბოლო რამდენიმე დღეში ინტენსიურ საჰაერო შეტევებს 100-მდე მოქალაქე შეეწირა. მათი უმრავლესობა ბავშვია. ოფიციალური დამასკოს განმარტებით, ოპერაციის მიზანი ჯიჰადისტების ობიექტების განადგურებაა.

გახშირებული თავდასხმების ფონზე გაერო მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეებზე მიანიშნებს.