დაპირისპირება თურქეთსა და სირიას შორის 

სირიაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი რეგიონი მასშტაბური შეტაკებების ეპიცენტრია.

ასადის არმიის ავია-იერიშებზე საპასუხოდ თურქმა სამხედროებმა აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. სიტუაციის ესკალაციის შედეგად რთული ვითარებაა საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვარზე. ათასობით მიგრანტი ახლა ევროკავშირის საზღვრების გარღვევას ცდილობს. პოლიციასთან შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლიც. შექმნილი მდგომარეობის გამო საბერძნეთის საზღვართან ევროკავშირის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გეგმავენ ჩასვლას.