42° პარალელი - როგორი იყო ბაშარ ასადის განახლებული სირია, რომელმაც არაბული რესპუბლიკა 2011 წლის სამოქალაქო პროტესტამდე მიიყვანა

ახალი ათასწლეულის განთიადზე სირიის არაბული რესპუბლიკის სადავეები ჰაფეზ ასადის ვაჟმა ბაშარმა გადაიბარა. მისი მმართველობისას ქვეყნის პატრიმონალური ბუნება კიდევ უფრო გაძლიერდა და პოლიტიკური ძალაუფლება ასადების ოჯახის კიდევ უფრო ვიწრო წრეში კონცენტრირდა. აღნიშნული ჰაფეზთან დაახლოებული ძველი გვარდიის ახლით ჩანაცვლებითა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის მეშვეობით რეჟიმთან დაახლოებულ პირთა ხელში დოვლათის აკუმულირებით განხორციელდა.

42° პარალელი