განცხადებები სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

საქართველო სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

შესაბამისი პროცედურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.

საქართველოს მწვავე რეაქცია ოფიციალური დამასკოს გადაწყვეტილებას მოყვა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ბაშარ ასადის რეჟიმმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები დაარღვია და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას მხარი დაუჭირა, – აცხადებენ საპარლამენტო უმრავლსობაში. დეპუტატბი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების შეფასებას სთხოვენ. საპარლამენტო უმცირესობა კი პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.