სინოპტიკოსები უამინდობასა და ტემპერატურის კლებას კიდევ ორი დღის განმავლობაში ვარაუდობენ. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოიმატებს ღრუბლიანობა. მოსალოდნელია ნალექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.
თოვლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ღამით მინუს ექვსი გრადუსი იქნება. მშრალ ამინდს პროგნოზირებენ სპეციალისტები თბილისში, თუმცა, ნალექს, თოვლის სახით, 31 დეკემბრის ღამეს არ გამორიცხავენ.