ექსტრემალური ტურიზმის ქართველი ელჩები

მთა, თოვლი, სრიალი, ადრენალინის ზღვა და გართობა, რომელმაც საქართველო ტურისტული მიზიდულობის ახალ ცენტრად აქცია.

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის მესტია გლობალურ რუკაზე ახალი აღმოჩენაა. სტუმართმოყვარე გარემო კი ვიზიტორების აზრით სვანეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საქართველოს ამ კუთხით ჯერ მხოლოდ ახლა ეცნობიან, მესტიაზე სოციალური ქსელებში არაერთი დოკუმენტური ფილმი და ვიდეო მილიონობით ნახვას აგროვებს. მთავარი გმირები გოგიტა ჩართოლანი და ძმები ნიკო და ზურა ფალიანები არიან.

ექსტრემალური ტურიზმის ქართველ ელჩებს მესტიაში შალვა სუმბაძე და ზაზა შუკვანიც სტუმრობდნენ.