დღეიდან სამი დღის განმავლობაში საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან. 9-11 იანვარს, საქართველოში ნავარაუდევია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში კი – თოვლი. სპეციალისტების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდეს. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. შესაძლებელია მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.