სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ საპატრიარქოში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საპატრიარქოში შესვლამდე სინოდის წევრებს მედიასთან არ უსაუბრიათ და განცხადება სავარაუდოდ სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.