არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საქსტატის ახალ მონაცემებს.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 2022 წელს თითქმის ორი %-ით შემცირდა. თუ ამ ციფრებს დავეყრდნობით, გასულ წელს სიღარიბეს თავი თითქმის 63 000-მა ადამიანმა დააღწია, რასაც მთავრობა პანდემიის შემდეგ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებს და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ თითქმის 600 000 ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტების ნაწილი 2022 წლის მონაცემებს არასაკმარისად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გაზრდილი ფასები და შესაბამისად, გაზრდილი ხარჯები მოქალაქეების დიდ ნაწილს კვლავ სიღარიბის ზღვართან ახლოს ამყოფებს.